„ბოლო 10 წელიწადში ეტაპობრივად მოხდა რუმინული, ბულგარული და ბერძნული საწვავის რუსეთის საწვავით ჩანაცვლება“
რუსეთიდან საქართველოში საწვავის იმპორტმა 2023 წლის 6 თვეში მაქსიმუმს მიაღწია, კერძოდ, საქართველოში მოხმარებული საწვავის 81 % რუსეთიდანაა იმპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას სარანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2012 წელს რუსეთიდან იმპორტი, მოხმარებული საწვავის მხოლოდ 8% ს შეადგენდა.

„ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველო სტაბილურად მოიხმარს 1.0 - 1.1 მილიონ ტონა საწვავს, რაც ნიშნავს,
რომ მოხმარება არ იზრდება, ფაქტობრივად, ხდება მომწოდებელი ქვეყნების ცანაცვლება.

დასკვნა - ფაქტობრივად, ბოლო 10 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდა, რუმინული, ბულგარული და ბერძნული საწვავის რუსეთის საწვავით ჩანაცვლება.

რუსეთთან მიმართებით ნებისემიერ იმპორტირებულ პროდუქციაზე ანალოგიური მდგომარეობაა. ნათელია, რომ საქართველომ კურსი აიღო, არა ბაზრის დივერსიფიკაციისკენ, არამედ, ცალკეულ ერთ "იაფ" მომხმარებელზე, სადაც მისი საბაზრო ქცევა ნაკლებად პროგნოზირებადია.


რუსეთს ბაზრის დაუფლების შედეგად, მარტივად შეუძლია ეკონომიკური და მისგან გამომდინარე პოლიტიკური პროცესების, მისთვის სასიკეთოდ - მართვა.

ბოლო ორ თვეში, გასამართ სადგურებზე რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი 50 - 60 თეთრით გაიზარდა, როცა რუმინეთიდან იმპორტირებული მხოლოდ 15 - 20 თეთრით, ფაქტიურად, ორივე მწარმოებელის საწვავის ღირებულება წონასწორობის ფარგლებშია.

ასეთ ვითარებაში, გარკვეული დრო იქნება საჭირო, რომ ქართულ ბაზარზე მოქმედი მსხილი სატრანსპორტო თუ ლოგისტიკური კომპანიები დაუბრუნდნენ ევროპულ (რუმინული) საწვავზე, ფაქტიურად, საქართველო აღმოჩნდა გაძვირებული რუსული საწვავის პირისპირ.

აღნიშნული პროცესსის უკან დაბრუნებას, ანუ ევროპულ ბაზარზე გადმორთვას ესაჭიროება წლები, ამ პერიოდში რუსეთს ეძლევა შესაძლებლობა, მართოს ქართული სანავთობო ბაზრის საფასო პოლიტიკა - ეს არის ერთ მომხმარებელზე "ჩამოკიდების" შედეგი,“
- აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345