რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით,
ცეცხლი ერთ-ერთ
დაკეტილ ბინაში გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ანთებულ გაზქურაზე დატოვებული ქვაბი
გახდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველოს ეკიპაჟი. ხანძარი ამ
დროისთვის ლიკვიდირებულია.