14 წლის აითაჯის საქმე - პირველი ინტერვიუ სკოლის დირექტორთან
14 წლის აითაჯის საქმე - რა ინფორმაციას ფლობდა სკოლის დირექტორი არასრულწლოვნის უფლებების დარღვევაზე, მის "გათხოვებაზე" - "პირველებმა" სკოლის დირექტორთან ინტერვიუ ჩაწერა.

ჰამლეტ ისმაილოვი ახლა კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ის შეუძლოდ სწორედ იმ დროს გახდა, როდესაც განათლების სამინისტროდან რესურსცენტრი მისულ გენერალურ ინსპექციას ჩვენებას აძლევდა.

ისმაილოვი "პირველებთან" ამბობს, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია არასრულწლოვნის გათხოვების შესახებ. პირიქით, სკოლაში მშობელმა უთხრა, აითაჯი სასწავლო პროცესს ოქტომბერში დაუბრუნდებოდა.

"განათლების სამინისტროდან იყვნენ მოსულები, არაფერი ინფორმაცია არ იყო მოსული (გათხოვებაზე). 5 ოქტომბერს მოვიდა დედა, რომ 2 დღეში იქნება ჩემი შვილი სკოლაშიო. არ უთქვამს, რომ მოიტაცეს," - ამბობს დირექტორი.

აითაჯის მამა შვილის მკვლელობაში მეუღლეს და სკოლის დირექტორს ადანაშაულებს. ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედასა და ბიძას რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. სამდღიანი ძებნის შედეგ 30 წლამდე კაცი დააკავეს.

წყარო: tvpirveli.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები