რუსთავში 9 სართულიანი კორპუსის სახურავიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა [video]
რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის სახურავიდან 30 წლამდე კაცი სავარაუდოდ გადმოვარდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებმა ახალგაზრდა კაცისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა სცადეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები