იტალიაში, ტელეფონების ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე
დააკავეს,
ამ დრომდე ეძებენ კიდევ ერთ თანამზრახველს.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 29 და 31 წლის ქართველებმა ერთ-ერთი მაღაზიიდან 3
ტელეფონი მოიპარეს.
ქართველები მაღაზიის დაცვამ იმ
დროს დააკავა, როდესაც მოპარულ
ტელეფონებს ქურთუკის ჯიბეში მალავდნენ და მაღაზიის დატოვებას
ცდილობდნენ.
მათ 4-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქმეზე გამოძიება
გრძელდება. სხვა დეტალები უცნობია.