იგოეთთან მანქანა გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში არიან
გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ
გამოძიება დაიწყო
სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც
გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას,
რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.