ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა პილოტი
ქალაქ ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც პილოტი დაიღუპა. რადიო „მარნეულს“ ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა დიმიტრი მოდებაძემ განუცხადა, რომ შემთხვევა ქალაქ ბოლნისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამხედრო ბაზის ახლობლად მოხდა.

„ქალაქ ბოლნისის მიმდებარე ტერიტორია არის, ადმინისტრაციული ერთეული არის ქალაქი ბოლნისი, მიახლოებით სამხედრო ბაზის მიმდებარედ. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, სწრაფმავალ თვითმფრინავს გაუჩნდა ცეცხლი, პილოტმა ვერ მოახერხა კატაპულტირება და
გარდაცვლილი არის პილოტი. დაიწვა აღნიშნული ობიექტი, რომელიც დაფრინავდა“.


ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი დიმიტრი მოდებაძე აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ბოლნისის მერი, საკრებულოს წევრები და სხვა თანამდებობის პირები.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კატასტროფა თავდაცვის ძალების საფრენმა აპარატმა სუ-25-მა განიცადა.

„მიმდინარე წლის 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი“. - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის მიზეზების დასადგენად, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას.

რადიო „მარნეული“ შემთხვევის დეტალებს არკვევს. ინფორმაცია განახლდება.

ფოტო: raketdeba.ge სადემონსტრაციო ფოტო
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა