აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსისა და მსუბუქი
ავტომობილის შეჯახების
შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,
ერთი კი დაშავდა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს.