შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა,
ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "კირნათის"
დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
შედეგად, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე - 1989 წ. დაბადებული ბ.ქ., 1996
წ. დაბადებული ბ.ბ. და 1994 წ. დაბადებული ბ.ა. საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე
დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით,
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები,
სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან
თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ ცდილობდნენ
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის
მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას
გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.