სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჯანმრთელობის განზრახ
მძიმე დაზიანების ფაქტზე,
მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024
წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, 1993 წელს
დაბადებულმა ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ
დაზარალებულს.
„მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული
გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. სპეციალურმა საგამოძიებო
სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების
ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის
31 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული
ქმედების ჩადენისათვის დააკავა“, – აცხადებს
უწყება.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.