დღეს, პირველ დეკემბერს, სახალხო დამცველთან
არსებულმა რელიგიათა საბჭომ განცხადება გაავრცელა და კატეგორიულად
დაგმო დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა.
"დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, რელიგიის
თავისუფლება, თანასწორუფლებიანობა, ტოლერანტობა, ხანგრძლივი მშვიდობა,
- ესაა ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი ღირებულებები. ისინი ყველა
რელიგიის საერთო პრინციპს ეფუძნება: სხვას ნუ მოექცევი ისე, როგორც არ
გინდა, მოგექცნენ შენ". - აღნიშნულია განცხადებაში
განცხადების მიხედვით, რელიგიათა საბჭოს წევრები უდიდეს
საფრთხეს
ხედავენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ევროინტეგრაციის
კურსზე უარის თქმასა და საქართველოში ადამიანის ღირსეული და უსაფრთხო
ცხოვრების მიმართულებით.
განცხადებას შემდეგი რელიგიური ორგანიზაციები ავრცელებენ:
- საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
- წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
- ხსნის არმია
- მეგობართა საზოგადება კვაკერები
- აღდგენილი სამოციქულო ეკლესია
- სახარების რწმენის ეკლესია
- ქართველ მუსლიმთა კავშირი
- საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია
- ასურელთა წმიდა სამოციქულო კათოლიკე აღმოსავლეთის ეკლესია
- დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
- ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
- საქართველოს პროტესტანტული ეკლესია
- აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება
- სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო
სამმართველო