„მარნეულის იზოლატორიდან დიღმამდე წამოიყვანეს ისე, რომ არავინ იცოდა“ - ნიკა გვარამიას მეუღლე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ადვოკატებისა და ოჯახის წევრებისათვის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არავის მიუწოდებია.

„უკანონობის ზენიტში ვართ. ადამიანი მარნეულის იზოლატორიდან დიღმამდე წამოიყვანეს და არც ერთი მისი ადვოკატი საქმის კურსში არ ჩააყენეს. პლიუს ამას, დილიდან ნიკას ადვოკატები რეკავდნენ იზოლატორში და რეკავდნენ სასამართლოში რომ
გაერკვიათ თუ რომელ საათზე არის ჩანიშნული სასამართლო პროცესი და არავინ პასუხს არ გვცემდა“.
- განაცხადა სოფო ლილუაშვილმა

პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია 4 დეკემბერს პარტია „დროას“ ოფისთან დააკავეს. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები „დროას“ ოფისს ჩხრეკდნენ. ჩხრეკის პროცესზე დასწრებას ითხოვდა ნიკა გვარამია რა დროსაც ის დააკავეს. თავდაპირველად უცნობი იყო თუ სად ყავდათ გადაყვანილი დაკავებული ოპოზიციური პარტიის ლიდერი, შემდგომ კი ცნობილი გახდა, რომ გვარამია მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12