თბილისში აქციაზე დაკავებული ელვინ კარამოვი 8 დღიან პატიმრობას ზესტაფონში მოიხდის
3-4 დეკემბრის ღამეს ძალადობრივად დაკავებული და ნაცემი ელვინ კარიმოვი 8 დღიან პატიმრობას ზესტაფონში მოიხდის. რადიო „მარნეულს“ ელვინ კარიმოვის ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ განუცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ზესტაფონში გადაიყვანეს.

ელვინ კარიმოვის სასამართლო პროცესი 5 დეკემბერს გაიმართა.

“ამ პროცესში ჩვენ ვერ გავიგეთ მოსამართლე მეორე მხარის ადვოკატი იყო თუ რამდენი მხარე გვქონდა. თვითმხილველებისთვის კითხვის დასასმელად
ჩვენ თითეულს 5 წუთი გვქონდა, 5 წუთში ვერ ვასწრებდთით ორი კითცხვის დასმას. ელვინის დაკავებასა და დაკავების ოქმის შორის 3 საათამდე იყო დრო მაგრამ იმ სამი საათის განმავლობაში ვერ უპასუხეს, რომ ეს პირი სად იყო, რას აკეთებდა. რატომ მოამზადეს სამი საათის მერე პროტოკოლი”
- ამბობს ელვინ კარიმოვის ადვოკატი, აიჰან ჰასანლი

ადვოკატის თქმით, კარიმოვს 10-მდე სპეცრაზმელმა სცემა, ჩამოართვეს მობილური ტელფონი და მანქანის გასაღები. მისივე თქმით, დაკავებისას, სპეცრაზმმა ელვინ კარიმოვს უთხრა, რომ უფლებები აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან, ილჰამ ალიევისგან მოეთხოვა.

9 დღეა რაც საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება საქართველოს მთავრობის მიერ ევროატლანტიკური კურსის ცვლილების გამო.

რუსთაველზე, პარლამენტის წინ, გამართული აქციები ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა სასტიკად დაარბიეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ როგორ ურტყავენ ძალოვნების ჯგუფი აქციის მონაწილეებს. პროტესტის მონაწილეებს ძირითადად სახის არეში ურტყავენ, ისინი აცხადებენ, რომ დაკავებისას მათზე ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობენ. ამ დროისათვის ასობით მოქალაქეა დაპატიმრებული და დაშავებული ძალოვანი უწყებების მხირდან. აღსანიშნავია, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები გამიზნულად ესხმიან თავს ჟურნალისტებსაც. აქციების გაშუქებისას ათობით ჟურნალისტი დაშავდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12