ქოლ-ცენტრის თაღლითური სქება კვლავ აქტიურია – გამოძიების შემდეგ A.K. Group საქმიანობას განაგრძობს
OCCRP-ის, “აი, ფაქტის”, GMC-ისა და “სტუდია მონიტორის” საგამოძიებო ჯგუფმა გაარკვია, რომ მიუხედავად საჯაროდ გამოქვეყნებული მასალებისა და პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიებისა, A.K. Group-ის აგენტები კვლავ აგრძელებენ თაღლითურ საქმიანობას.

მთავარი:

14 აგენტი ისევ აქტიურია:
მარტის ბოლოს Call Center-ის მინიმუმ 14 აგენტი კვლავ იყენებდა Squaretalk-ის VoIP პლატფორმას და სულ მცირე, 184 თაღლითური ზარი განხორციელდა.

სკამერები დაუბრუნდნენ საქმიანობას:
თაღლითობის აღკვეთის ნაცვლად, A.K. Group-ის თანამშრომლებმა უბრალოდ წაშალეს სოციალური ქსელებიდან კავშირები, თუმცა მალევე განაახლეს მოქმედება.

ფინანსური მენეჯერის ფსევდონიმი:
ქეთევან მალაშხია, რომელიც „Ashley Moriarty“-ს სახელით ფიგურირებს, Squaretalk-ისთვის თანხების გადახდაში ფიგურირებს.

განაგრძობენ მსხვერპლთა მოტყუებას:

ძველი მეთოდებით აგენტები კვლავ აგრძელებენ ადამიანების მოტყუებას, განსაკუთრებით "კლიენტის შენარჩუნების" ჯგუფის მეშვეობით.

კომპანიის პარტნიორი და პლატფორმა:
Squaretalk ამბობს, რომ 2025 წლის იანვრიდან თანამშრომლობს სამართალდამცავებთან, თუმცა მათი ანგარიშები ჯერ კიდევ აქტიურია.

ფინანსური გზავნილები:
გამოჟონილი დოკუმენტებით დადასტურდა, რომ
A.K. Group Squaretalk-ის მომსახურებაში მინიმუმ 150,000 დოლარი გადაიხადა.

ხელისუფლების რეაგირება არადამაკმაყოფილებელია:
იურისტი გიორგი დავითური მიიჩნევს, რომ სამართალდამცავები სათანადოდ არ იძიებენ საქმეს, რაც სავარაუდოდ პოლიტიკურ კავშირებზე მიუთითებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები