თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
12:07 / 13.05.2025
თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის
შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო
აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შემოტანის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებული 2006 წელს დაბადებული ბ.ქ. არის.
სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მთავარი
სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად
ჩაატარეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ბრალდებულის ბარგის დეტალური
შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში აღმოჩენილი და ნივთმტკიცებად
ამოღებულია:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით — დაახლოებით 12 კილოგრამი
ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”
და 2.068 კილოგრამი “ჰაშიში”
ბრალდებულს ედება ბრალი ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებით დიდი
ოდენობით შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით,
260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და
273¹ მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა
კვლავ მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია.