ხაშურის მუნიციპალიტეტში კაცი მოკლეს
„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, ოსიაურში 60 წელს გადაცილებული
მამაკაცი მოკლეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 60 წელს გადაცილებული
მამაკაცი მოკლეს.
როგორც სოფლის წარმომადგენელმა „ქართლის ამბებს“ განუცხადა,
გარდაცვლილი მამაკაცი უსინათლო იყო.
„ვინ მოკლა და როგორ მოხდა, ათასნაირი ვერსია ვრცელდება. ეს კაცი კი
ნამდვილად უსინათლო იყო“, – განაცხადა სოფლის წარმომადგენელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავების ფაქტის
შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.