ბოლნისში ქალის მოტაცებისთვის ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირი – 1998 წელს დაბადებული ბ.ი. და 1995 წელს დაბადებული ქ.ი. – ცხელ კვალზე დააკავეს.

დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებათ ბრალად. გამოძიების თანახმად, მათ ახალგაზრდა ქალი ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს.



დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები