შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა ბრიფინგი, რომლის მიხედვითაც,
ე.წ. „ქურდული საქმიანობისთვის“, წევრობისთვის და
მხარდაჭერისთვის სულ დაკავებულია 34 პირი. სპეცოპერაცია ერთდროულად
რამდენიმე რეგიონში ჩატარდა.
დაპირისპირება ლაგოდეხში და სპეცრაზმელის დაჭრა
ღონისძიების ჩატარების დროს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ
კაბალში, ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა წინააღმდეგობა გაუწია
სამართალდამცავებს.
მირზა ალიევი (დაბ. 1973 წ.), რომელზეც მოსამართლის განჩინება იყო
გაცემული, ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეცრაზმის მიმართულებით.
შედეგად,
ერთი სპეცრაზმელი გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა.
პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად, მირზა ალიევი ლიკვიდირებულია.
დაკავებული პირების მიმართ დაწყებული დანაშაულები 15 წლამდე
პატიმრობას ითვალისწინებს.