მარნეულელი ძიუდოისტი, კოტე კაპანაძე საქართველოს ეროვნული
ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
სპორტსმენმა თბილისში გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და
ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ძიუდოში, 25-დან 28 დეკემბრის
ჩათვლით, თბილისის ძიუდოს აკადემია მასპინძლობდა. კაპანაძემ 81
კგ
წონით კატეგორიაში იჭიდავა და ფინალურ ბლოკში გავიდა. მისი პირადი
მწვრთნელი დავით ხერგიანია.
აღსანიშნავია, რომ კოტე კაპანაძე ტიტულოვანი სპორტსმენია — ის
23-წლამდელთა შორის 2024 წლის ევროპის ჩემპიონი, ხოლო 2025 წელს
ბრინჯაოს მედლის მფლობელია.