მაღალაშვილის ხიდზე ბუნებრივი აირის მილის დაწვის გამო 7 000 აბონენტს გაზის მიწოდებას 22 მაისს აღუდგენენ
დაახლოებით ერთი საათის წინ, მარნეულში, მაღალაშვილის ხიდზე სატვირთო მანქანა გაზის მილს გამოედო, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია.
როგორც რადიო „მარნეულს“ შსს-ში განუცხადეს, სატვირთოს მძღოლი ადმინისტრაციული წესით იქნა დაჯარიმებული.
მეხანძრეების მიერ ხანძარი მალევე იქნა ლოკალიზებული.
როგორც სოკარ ჯორგია გაზში განგვიცხადეს, 7 000 აბონიმენტს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუჩერდა.  ძლიერი დაზიანების გამო კი აღდგენით სამუშაოებს ხვალამდე, 22 მაისამდე ვერ დაასრულებენ.
ავარიის გამო, ქალაქ მარნეულში ელექტრო ენერგიის მიწოდება დროებით შეზღუდული იყო.



ვიდეოს ავტორი: რავილ მამედოვი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები