გარდაბნელი კიკბოქსიორები გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ
18-20 მაისს თბილისში კიკბოქსინგის 25-ე ჩემპიონატი გაიმართა სადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის "ყარაჯალარის კიკბოქსინგის კლუბმა" გაიმარჯვა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. კლუბი შეჯიბრზე 12 სპორცმენით წარდგა, 15 ქალაქსა და მუნიციპალიტეტს შორის ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა და 7 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ყარაჯალარის კიკბოქსინგის კლუბის მთავარი მწვრთნელი ისფაჰან ალიევი აცხადებს, რომ მისი გუნდი ორი თვეა შეჯიბრისათვის ემზადებოდა. იგი ბედნიერია, რომ მისმა მოზარდებმა ჩემპიონიბა მოიპოვეს.
„პირველად რომ ჩავერთე შეჯიბრში 15 გუნდი იღებდა მონაწილეობას, ჩემ თავს პირობა წავუყენე, რომ ამ 15 გუნდს შორის მე უნდა ვყოფილიყავი გამარჯვებული და ასეც მოხდა. ჩემი მხარდაჭერისთვის ყველას დიდ მადლობას ვუხდი.“ - ისფაჰან ალიევი
ისფაჰანმა ისიც აღნიშნა, რომ მოზარდები 2 ივნისს აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრებიან. 2018 წლის 15-23 სექტემბერს კი იტალიის ქალაქ ჯესოლო ლიდოში wako cadets and juniros მსოფლიო ჩემპიონატზე წარდგებიან.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები