მოშიმშილე პატიმარი გარდაიცვალა

17 დეკემბერს, პატიმარი გიორგი ფასიეიშვილი, რომელმაც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობდა, ღუდუშაურის თერაპიულ განყოფილებაში გარდაიცვალა.



სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან ბრალდებული დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა და სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული უარს აცხადებდა სამსახურის მიერ მისთვის შეთავაზებულ დახმარებაზე, არ ღებულობდა მედიკამენტებს და არ აძლევდა საშუალებას მედპერსონალს, მისთვის სათანადო გამოკვლევები ჩაეტარებინათ.

1983 წელს დაბადებული გიორგი ფასიეიშვილი მიმდინარე წლის 31 ივლისს დააკავეს, ხოლო 1 აგვისტოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურის განმარტებით, ბრალდებულის შიმშილობის შესახებ შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ აცნობეს.

სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, სისუსტის გამო, გიორგი ფასიეიშვილი ხუთჯერ იყო ჰოსპიტალიზებული N8 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარებაზე და ისევ N8 დაწესებულებაში დაბრუნებას მოითხოვდა.
სამსახურის განცხადებით, გიორგი ფასეიშვილი გადაადგილებისას ინვალიდის ეტლით სარგებლობდა, აღენიშნებოდა წონის დეფიციტი, საერთო სისუსტე. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ბრალდებული უარს აცხადებდა გამოკვლევებსა და გასინჯვაზე:

“გიორგი ფასიეიშვილი იმყოფებოდა ღუდუშაურის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც უცბად განუვითარდა ქოშინი, აპნოე და მიუხედავად ექიმების მცდელობისა და ჩატარებული სარეანიმაციო ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.”


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები