67 796 ლარად საიმერლოში მინი სტადიონი მოეწყობა
სოფელ საიმერლოში კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობისათვის მარნეულის მერიამ 67 796 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.

მარნეულის მერიამ საიმერლოში მინი სტადიონის მოწყობის ტენდერი 1 თებერვალს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინდადადებების წარდგენა 10-დან 13 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები