ძიუდოისტი მეუღლეზე ძალადობის ფაქტზე მარნეულში დააკავეს
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, თორნიკე ნაგლიაშვილი, ოჯახში ძალადობის ბრალდებით  მარნეულში დააკავეს. ძიუდოისტი მეუღლის ბებიის სახლში დააკავეს

შსს ცნობით სამართალდამცავებმა პირი 5 მარტს დააკავეს. გამოძიება სსკ-ს 11 პრიმა 151-ე და 126 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახში დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას.

როგორც "ნეტგაზეთი" წერს 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, გამოცემა “რეკორდერმა” გაავრცელა. მედიასაშუალება იუწყებოდა, რომ ძიუდოისტს ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც არაერთგზის დაარღვია. მისი დაპატიმრება კი, “რეკორდერის” თანახმად, კონკრეტულ მუქარის შემცველ მესიჯებს მოჰყვა, რომელიც ნაგლიაშვილის ცოლმა პოლიციას წარუდგინა.

თორნიკე ნაგლიაშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრია, რომელიც სხვადასხვა ჯილდოს, მათ შორის, ევროპის თასის მფლობელია.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია