მარნეულში 20 სპორტულ სახეობას 62 მწვრთნელი ჰყავს
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლაში“ 20 სპორტული სახეობა ფუნქციონირებს, რომლებიც 78 ჯგუფად არის გადანაწილებული.

მარნეულელ ბავშვებს შეუძლიათ იარონ ძიუდოზე, ქართულ ჭიდაობაზე, თავისუფალ ჭიდაობაზე, ძალისმიერ სამჭიდზე, მკლავჭიდზე, კრივზე, კიკბოქსინგზე, ტაეკვანდოზე, ბატუტზე ხტომაზე, მხატვრულ ტანვარჯიშზე, სპორტულ აკრობატიკაზე, კალათბურთზე, ფეხბურთზე, რაგბზე, მშვილდოსნობაზე, ჭადრაკზე, სამბოზე, ფრენბურთზე, ძიუდო-კიდსსა და ჯიუჯიცუზე.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლაში“ სულ 80 ადამიანია დასაქმებული, 62 მათგანი კი ზემოაღნიშნული სპორტული სახეობების მწვრთნელია.

მარნეულში ყველაზე მეტი მწვრთნელი ძიუ-დოს, კრივის და ფეხბურთის სახეობებს ყავს. ძიუ-დოს 11, კრივს 13, ხოლო ფეხბურთს 10.

მწვრთნელების ანაზღაურება 600-დან 900 ლარამდე მერყეობს, ხოლო სპორტსკოლის დირექტორის თვიური შემოსავალი 1 900 ლარია. ყოველთვიურად მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის თანამშრომლების ხელფასში 57 900 ლარი იხარჯება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები