N1 სამხედრო დასახლებაში სპორტული სავარჯიშო მოედანი მოეწყობა
მარნეულის მუნიციპალიტეტმა N1 სამხედრო დასახლებაში სპორტული სავარჯიშო მოედნის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, სამხედრო დასახლებაში 10 სახის ტრენაჟორი განთავსდება.

„ნიჩბოსანი“, „სხეულის ამზიდი“, „აზიდვა მკერდიდან“, „მიზიდვა მკერდისკენ“, „აზიდვა ფეხებით“, „ტვისტერი“, „მუცლის კუნთებისათვის“, „წელის კორექციისთვის“, „ელიფტური“ და „ორმხრივი ძელი“. ეს იმ ტრენაჟორების ჩამონათვალია, რომელის შეძენასაც მერია 34 495 ლარად აპირებს.

4 აპრილს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ N1 სამხედრო დასახლებაში სპორტული სავარჯიშო მოედანი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში უნდა მოაწყოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია