კინბოქსის ტურნირზე მარნეულელებმა წარმატებით იასპარეზეს
24 აპრილს, გარდაბანში ახალგაზრდებსა და მოზარდებს შორის კიგბოქსინგის ტურნირი ჩატარდა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ორგანიზებით გამართულ ტურნირზე მარნეულელი სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას. ამის შესახებ ჩვენთან საუბრის დროს WFMC-ის საქართველოს ორგანიზაციის უფროსმა ტოფიგ აკბეროვმა განაცხადა.

მისი თქმით, შეჯიბრს სამი სპორტსმენით შეუერთდნენ. სპორტსმენებიდან  ორხან ასკეროვმა გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირზე მონაწილე სხვა ორმა სპორტსმენმა, ჯაჰანდარ ასკეროვმა და სამირ მეხდიევმა მეორე ადგილი დაიკავეს.

აკბეროვმა ისიც აღნიშნა, რომ ტურნირზე მარნეულის გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა.

პირველი ადგილი სიღნახის გუნდმა, მეორე ადგილი გარდაბნის, ხოლო მესამე ადგილზე წალკის მუნიციპალიტეტის გუნდი გავიდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები