"მუაიტაის" ტურნირს მარნეულელი სპორტსმენებიც შეუერთდნენ
თბილისში „მუაიტაის“ საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირი 19, 20, 21 აპრილს „მუაიტაი“ და „სავატე“-ს ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. სადაც საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ირანი და სომხეთი იღებდნენ მონაწილეობას. 200-მდე სპორტსმენს მარნეულელი სპორტსმენებიც შეუერთდნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია რადიო მარნეულთან საუბრისას „მუაიტაის“ და სავატეს“ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ფაიგ მამედოვმა განაცხადა. მისი თქმით,  მარნეულიდან შეჯიბზე სამი სპორტსმენი იმყოფებოდა.  მარნეულელმა ოქტაი მირზაევმა ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ელდარ გადიმოვი მეორე, რევან აკბეროვი კი მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია რომ ტურნირზე გუნდის დაანგარიშებით პირველ ადგილზე საქართველო, მეორე ადგილზე სომხეთი, მესამე ადგილზე კი აზერბიაჯანის გუნდები გავიდნენ.  


Print