მარნეულელი მწვრთნელი მსოფლიო სუდოს ფედერაციის სერტიფიკატით დაჯილდოვდა
მსოფლიო სუდოს ფედერაციის მიერ მარნეულელი მწვრთნელი, „მუაითაი“- ს და „სავატე“- ს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ფაიგ მამედოვი სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

ამის შესახებ ინფომაციას მამედოვი თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ამბობს, რომ ის „ბრანჯ“-ის სერტიფიკატით და ასევე „სუდო“ს საქართველოს წარმომადგენელის სტატუსით დაჯილდოვდა.

მამედოვმა სპორტსმენებს მოუწოდა მათ ფედერაციაში გაერთიანდნენ და მსოფლიო არენებზე "K-1" და "MMA"-ს შეჯიბრებში მიიღონ მონაწილეობა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები