ოპოზიციის ეჭვის გასაქარწყლებლად ზაურ დარგალმა შტაბის წინ სპორტული აღჭურვილობა მიიტანა
პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა მარნეულში ოცნების შტაბის წინ ის სპორტული აღჭურვილობა მოიტანა, რაზეც ოპოზიციურმა პარტიამ „ძალა ერთობაშიამ“ პრეტენზია გამოთქვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულა.

„მე ვიყავი სადახლოში სპორტ დარბაზში სპორტსმენებთან შეხვედრაზე. როგორც მოსახლეობას დავპირდი მე ყველგან მივალ. მინდა, რომ ჩემი თვალებით ვნახო სად რა პრობლემაა. სპორტის განვითარება და გაძლიერება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე ახალგაზრდა ჩვენს სპორტსმენებამდეც მივდივარ. აი, ეს არის ის პროტექტორი რომელიც სურათში ჩანს. დაახლოებით 10-15 წლის წინანდელი პროტექტორია. გვანახეს, რომ ახალი გვჭირდებაო და მე როდესაც ვიქნები მარეულის მერი, ჩვენი ერთ-ერთი  მიმართულება სპორტის განვითარება იქნება.“ - თქვა ზაურ დარგალმა

„ქართული ოცნების“ შტაბის წინ მოსული იყო სადახლოს სპორტ სკოლის დირექტორი სამირ ბადიევი, რომელსაც შეკითხვაზე გაეცინა და თქვა, რომ დარგალს მათთვის არანაირი საჭუქარი არ დაგაუცია და ფოტოზე ასახული სპორტსმენის ფორმა ძალიან ძველი, მის ბავშვობის დროინდელია.

„მე როცა ბავშვი ვიყავი ამ ფორმით ვვარჯიშობდი. ძაან სირცხვილია, რომ ახლა მე აქ ვარ“- თქვა სამირ ბედიევმა.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლმა ზურაბ მელიქიშვილმა დღეს, 7 მაისს, მარნეულში ბრიფინგი გამართა. ის პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ზაურ დარგალს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. ბრიფინგზე წარადგინეს ფოტო მასალები, სადაც ჩანს თუ როგორ ხვდება ზაურ დარგალი ამა თუ იმ საჯარო მოხელეს. ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ზაურ დარგალი

ამავე თემაზე:

გაერთიანებული ოპოზიციის მოსაზრებით ზაურ დარგალი სპორტსმენებს სასჩუქრებს ჩუქნის
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები