კუშჩუში მოსახლეობა სტადიონს ითხოვს, პოლიტიკური პარტიები კი მიწის გასხვისების წელს ადგენენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშჩუს მოსახლეობა სპორტული მოედნის გაყიდვას აპროტესტებს.
შეიძლება ითქვას, რომ აქაურებისთვის თავისუფალი დროის გატარება სპორტის დაკავებითაა შესაძლებელი, თუმცა უკვე ორი წელია ეს შესაძლებლობაც დაკარგეს და მოედანი, სადაც სპორტული აქტივობებით იყვნენ დაკავებული ღობე შემოარტყეს.

სტადიონის საკითხი წინასაარჩევნოდ არაერთი პოლიტიკური პარტიისთვის გახდა სამსჯელო საკითხი. თავიანთი ძალებით ცდილობენ დაამტკიცონ თუ როდის გასხვისხდა ტერიტორია. „ძალა ერთობაშიას წარმომადგებლები“ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს, 2017 წელს ასახელებენ, ხოლო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ტერიტორია 2009 წელს სახელმწიფოს აქვს დარეგისტრირებული, ხოლო 2010 წელს კერძო მესაკუთრეზე გასხვისდა. ვიდე პარტიები კონკრეტულ თარიღზე „შეჯერდებიან“ მოსახლეობა შემოღობილი სტადიონის იმედადაა, სადაც შესვვლა არავის შეუძლია.

„100 მეტრი სიგრძე, 45 მეტრი სიგანე ჰქონდა. ჩვენი წინაპრებიც თამაშობდნენ ფეხბურთ აქ. ჩვვენი თხოვნა ისაა, რომ სტადიონი დაგვიბრუნონ. შვილები გვყავს, პატარები იზრდებიან ამ სოფელში სხვა რას გააკეთებენ.“

„სტადიონი დაგვიბრუნონ, მეტი არაფერი გვინდა. არ ვიცით ვინ გაყიდა აზრზე არ ვართ. მხოლოდ ის დავინახეთ რომ ღობე გაავლეს“

„ეს მიწა სახელმწიფოსია და სტადიონი როგორ გაყიდეს არ ვიცი. ჩვენს სოფელის განვითარებას უშლიან ხელს. თავიდან , ღობე რომ გაავლს ამას ვაპროტესტებდით ახლა კი გვითხრეს მთლიანად გაყიდეს მიწაო.“ - გვითხრა კუშჩუს მოსახლეობამ


როგორც რადიო მარნეულს მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ სოფელში მოსახლეობას სტადიონის პრობლემა „სოფლის კრებების“ ფარგლებში არ უთქვამსთ და კუშჩუში 2019 წელს წყლის პრობლემას მოუგვარებენ.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები