მარნეულში დამკვირვებელი საარჩევნო უბნიდან გააძევეს
ხმაურისა და პროვოკაციის გამო, მარნეულის N49-ე უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს. კომისიის წევრები ნინო რობაქიძეს მათზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებენ.

დამკვირვებელი ორგანიზაცია "საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირს“ წარმოადგენს. ის უბნიდან-უბანზე გადაადგილდება და არჩევნების მსვლელობას თვალყურს ადევნებს.

ნინო რობაქიძე ხმაურსა და პროვოკაციაში დაადანაშაულეს N89-ე უბანზეც. იქაურობა დამკვირვებელმა საკუთარი ნებით დატოვა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები