მარნეულელი სპორტის სპეციალისტი და მწვრთნელი ახალი სპორტის სახეობის „თურქ“-ის დაფუძნებას გეგმავს
საქართველოში ახალი სპორტის სახეობის დაფუძნება იგეგმება . ამის შესახებ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულელმა სპორტის სპეციალისტმა და მწვრთნელმა ფაიგ მამედოვმა განაცხადა.

მამედოვის თქმით, მან საიოკანის ბრძოლის სახეობის წვრთნები 2010 წლიდან დაიწყო. სახეობის დაუფლებისთვის მან სამ წლიანი წვრთნა გაიარა, რის შემდეგაც საიკანის ფედერაციის წევრი გახდა.

მარნეულელი მწვრთნელი ამბობს, რომ თურქ ხალხს ბევრი ბრძოლის სახეობა დაუფუძნებია. ახლა კი ის ახალი სახეობის შექმნას გეგმავს.

„თურქული ბრძოლის სახეობის შესასწავლად ჩემთვის კვლევა ჩავატარე. ინფორმაცია შევაგროვე, ისტორიული წიგნები წავიკითხე. ამის შემდეგ ვნახე, რომ „აიფაქუთ“ თურანის სპორტული სახეობა და საიოკანის სახეობა არსებობს, მაგრამ „თურქული ჯარისკაცი“, ასეთი სპორტული სახეობა არ არის და ამიტომაც მის შექმნას ვგეგმავ. დევიზის სახელიც „თურქული ჯარისკაცი“ იქნება. ამ სახეობის შესაქმნელად 2013 წლიდან მუშაობა დავიწყე. შეიძლება ითქვას, რომ სამუშაოების 70% უკვე მოვრჩი და ამ სახეობის დაფუძნება მთლიანად მე მეკუთვნის“- ფაიგ მამედოვის თქმით, მან სპროტული სახეობისათვის ჩაცმულობაც მომაზადა და ისინი ჯარისკაცის ფორმას გვანან.

მამედოვმა ასევე აღნიშნა, რომ სახელის ოფიციალურად დარქმევის შემდეგ ფედერაციას შექმნის და საზოგადოებას ბევრ ინფორმაციას მიაწვდის.

შეგახსენებთ, რომ ფაიგ მამედოვი საქართველოს საიოკანის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს მუაითაის და სავატეს ფედერაციების ვიცე-პრეზიდენტია. ახლახან კი მან სუდოს სახეობის საქართველოს წარმომადგენლობის სტატუსი მიიღო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები