თბილისში მუაიტაის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
თბილისში მუაიტაის სახეობის საქართველოს ღიაობისთვის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირი 8-9 ივნისს მუაიტაის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. მასში საქართველოს და აზერბაიჯანის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრს მარნეულელი სპორტსმენებიც შეუერთდნენ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრის დროს მუაიტაის და სავატეს ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ფაიგ მამედოვმა თქვა, რომ მარნეულიდან შეჯიბრს შვიდი სპორტსმენი შეუერთდა. მარნეულელმა სპორტსმენებმა, 40 კგ წონით კატეგორიაში ალი ალიევმა და 35 კგ კატეგორიაში იუსიფ ისმაილოვმა, ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხეს და პირველი ადგილი დაიკავეს. მარნეულელმა სხვა სპორტსმენებმა კი მეორე ადგილი დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ მარნეულელმა სპორტსმენებმა აპრილში თბილისში ჩატარებულ მუაიტაის საერთაშოიროსო ტურნირზეც მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრში ოქტაი მირზაევმა გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ელდარ გადიმოვმა და რევან აკბეროვმა მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები