კრივი - სახილ ალახვერდოვი ვერცხლის მედლის მფლობელია | მინსკი 2019 [ვიდეო]
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველომ კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

49 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე სახილ ალახვერდოვმა ფინალში სომხეთის წარმომადგენელ არტურ ჰოვანესიანთან 1-4 წააგო და ოქროს მედალი ხელიდან გაუშვა, თუმცა საქართველოს მინსკის თამაშებზე 29-ე მედალი მოუტანა.

მედლების საერთო რაოდენობით, საქართველო ამჟამად მეხუთე ადგილზეა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები