მარნეულელი სპოტსმენები შესაძლოა გერმანიაში გასამართ ჩემპიონატზე უსახსრობის გამო ვერ გაემგზავრონ
“18-19 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ნორდჰორნში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება სადაც საქართველოს სპორცმენებიც მიიღებენ მონაწილეობას“ - ამის შესახებ რადიო მარნეულთან საუბრისას სპორტული კლუბი „გიორარხის“ მთავარი მწვრთნელი და WFMC-საქართველოს ორგანიზაციის უფროსი ტოფიგ აკბეროი ამბობს. მისი თქმით, შეჯიბრი მსოფლიო ბრძოლის სახეობების ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება და კიკ ბოქსინგში, ტაი ბოქსინგში, K1-ში და სხვა სპორტულ სახეობებში ჩატარდება.

აკბეროვის თქმით, შეჯიბრზე მარნეულიდან ორი სპორცმენის მონაწილეობა იგეგმება. მაგრამ შეჯიბრში მონაწილეობისთვის ფინანსებია საჭირო, რის გამოც შესაძლებელია რომ სპორცმენებმა მასში ვერ მიიღონ მონაწილეობა.

„5 ადამიანი გარდაბნიდან, 2 რუსთავიდან და ერთი თბილისიდან არის. დღეს გაირიკვევა ისინი თუ მოახერხებენ წასვლას.
მარნეულიდან ორი სპორცმენის გაშვებას ვგეგმავდით, მაგრამ სამწუხაროდ მათ ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ და თუ დაეხმარებიან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოახერხებენ წასვლას“


აკბეროვი იმედოვნებს, რომ მარნეულელ სპორტსმენებს ფინანსურად დაეხმარებიან, რათა მათ შეჯიბრზე გამგზავრება შეძლონ
.


„კიგბოქსინკის სახეობაზე მარნეულელი სპორცმენები საზღვარგარეთ შეჯიბრებზე თვიანთი ხარჯით მიდიან და ზოგ შემთხვევებში ფინანსური პრობლემების გამი ისინი ვერ იღებენ მონაწილეობას შეჯიბრებში“ - ამბობს ტოფიგ აკბეროვი
მისი თქმით, უკვე მესამე წელია რაც იგი მარნეულის სპორტულ სკოლას მიმართავს, რათა მუნიციპალიტეტში სპორტის სპეციალისტად ოფიციალურად დარეგისტრიდეს.

მწვრთნელის თქმით, სხვა მუნიციპალიტეტბში კიკ ბოქსინგის სახეობის სპეციალისტებს და სპორცმენებს ეხმარებიან და მხარს უჭერენ, მარნეულში კი არა.

ტოფიგ აკბეროვი იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში მის საკითხს დადებითად შეაფასებენ და ის კიკ ბოქსინგის სპეციალისტად შეძლებს მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებას.

საკითხის გასარკვევად მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლის დირექტორს იაგო ნავერიანს დავუკავშირდით. მან თქვა, რომ ასეთი სახელით და გავრით არავის არ იცნობს, ხოლო რაც შეეხება სპორტსმენების დაფინანსებას, ნავერიანის თქმით, ისინი მარნეულის სპორტულ სკოლაში არ ირიცხებიან, რის გამოც მუნიციპალური ა.ა.ი.პ-ი მათ ვერ დაეხმარება.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა