საქართველოს სპორტსმენები გერმანიაში ჩატარებული ჩემპიონატიდან 9 მედლით დაბრუნდნენ
საქართველოს სპორტსმენები, 18-19 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ ნორდბორნში ჩატარებული „მსოფლიო ჩემპიონატიდადნ“ 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. ამის შესახებ რადიო „მარნეულთან“ სპორტული კლუბი „გიორარხის“ მთავარმა მწვრთნელმა და WFMC-საქართველოს თავმჯდომარე ტოფიგ აკბეროვმა ისაუბრა.

მისი თქმით, შეჯიბრი მსოფლიო შეიჯბრების სახეობების ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და კიკ ბოქსში, ტაი ბოქსში, K1-სა და სხვა სახეობებში გაიმართა.

ტოფიგ აკბეროვის, თქმით ოზჯან ახმედოვმა “K-1 RULES” ვერსიაზე ჩატარებულ შეჯიბრში, 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში, იბრძოლა და ყველა მოწინააღმდეგე დამარცხა, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ოქროს მედალი დაიმსახურა. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ემილ ხალილოვი ფინალში დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა, ვერცლის მედალი აიღო. ისფაჰან ალიევმა, რათხან ოსმანოვმა და ქენან ბაირამოვმა კი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზეა, მესამე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.

აკბეროვის თქმით, ჩემპიონატზე KICK-LIGHT ვერსიაშიც ჩატატდა შეჯიბრი და საქართველოს სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. 70 კგ წონით კატეგორიაში ქენან ბაირამოვი და რათხან ოსმანოვი ბრძოლობდნენ და პირველი ადგილი დაიკავეს. 60 კგ წონით კატეგორიაში ისფაჰან ალიევმა იბრძოლა და ბრინჯაოს მედალი აიღო. ემზარ ნურიევმა კი შეჯიბრში 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში იბრძოლა და მესამე ადგილი დაიკავა, ბრინჯაოს მედალი აიღო.

ტოფიგ აკბეროვმა აღნიშნა, რომ დეკემბერში კიდევ ერთ შეჯიბრზე, იტალიის დედაქალაქ რომში, აპირებენ წასვლას, სადაც ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. აღნიშნულ შეჯიბრში ათამდე სპორტსმენი აპირებს მონაწილეობის მიღებას.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები