Xəbərlər
მარნეულელმა სპორტსმენებმა თბილისში გამართულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს

მარნეულელმა სპორტსმენებმა თბილისში ჩატარებულ ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღეს

„მსოფლიო ჩემპიონატი“ თბილისში 1-3 ნოემბერს გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო მარნეულს „საიოკანის“ ფედერაციის პრეზიდენტმა ფაიგ მამედოვმა განუცხადა.

მისი თქმით , შეჯიბრი კიკბოქსინგში, ტაიბოკსინგსა და საიოკანგსში ჩატარდა. ამ შეჯიბრებზე მარნეულიდან ორი სპორტული კლუბი იყო წარმოდგენილი.

„ამ კლუბებიდან ერთი ჩემია და მეორე როიალ გარაბაღლის ეკუთვნის. ჩემი კლუბიდან ხუთი სპორტსმენი შეუერთდა შეჯიბრს. მათგან ელმარ მამედოვი, არაზ შიხიევი და თარხან ისმაილოვი პირველ ადგილზე, ილკინ შიხიევი და ალთუნ ასკეროვი კი მეირე ადგილზე გავიდნენ. მეორე სპორტულ კლუბიდან სამი სპორცმენი კი პირველ ადგილას გავიდა. შავი ქამარი მიიღეს“

თბილისში ჩატარებულ შეჯიბრზე საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, ერაყის, უკრაინის და სომხეთის სპორტსმენებიც მიიღებდნენ მონაწილოებას.

 

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია