უეფამ საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე უეფამ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა . ამის მიზეზი 18 ნოემბერს სლოვაკეთისა და საქართველოს გუნდების მატჩისას მომხდარი ინციდენტი გახდა.

თამაშის უკანასკნელ წუთზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა იოზეფ სტებერმა ქართველ ფეხბურთელ გიორგი კუციას ჯერ ხელი ჰკრა, შემდეგ კი მისი წაქცევა სცადა, რის გამოც საქმეში ცეცაძე ჩაერთო და გადაჭარბებული ემოციების გამო მთავარმა არბიტრმა ის მოედნიდან გააძევა, რის შემდეგაც ცეცაძემ მსაჯისკენ გადააფურთხა.

ცეცაძის გარდა, უეფამ მისი შტაბის ერთ-ერთი წევრი ირაკლი მანიაც დასაჯა, სტებერმა კი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. გარდა ამისა, ჯარიმის სახით როგორც საქართველოს, ასევე სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციას 6 750 ევროს გადახდა მოუწევს.

საქართველოს ნაკრებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზუსტად ხუთი შეხვედრა დარჩა სათამაშო, რაც იმას ნიშნავს, რომ ცეცაძე მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდს სათადარიგო სკამიდან ვეღარ უხელმძღვანელებს.

წყარო: imedinews.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები