ბაქოში გამართულ შეჯიბრზე მარნეულელმა სპორტსმენებმა ექვსი მედალი მოიპოვეს

ბაქოში გამართულ შეჯიბრზე მარნეულელმა სპორტსმენებმა ექვსი მედალი მოიპოვეს.



ამის შესახებ რადიო მარნეულს სპორტულ კლუბ „გიორარხის“ მთავარმა მწვრთნელმა ტოფიგ აკბეროვმა უთხრა. მისი თქმით, ბაქოში ჩატარებულ შეჯიბრზე, მარნეულელმა სპორტსმენებმა ორი ოქროს, ოთხი კი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

„WFMC-საქართველოს ორგანიზაციის წევრი და მარნეულში მოქმედი „ჯალილ საფაროვის“ სახელობის კიგბოქსინგის კლუბის სპორტსმენებმა ბაქოში ჩატარებულ ღია რესპუბლიკის პირვოლებაზე მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრზე სუბჰან ალეკბეროვმა და რევან ქერიმოვმა ოქროს, მურთუზელი ლეზგიევნა, აგშინ კასუმოვმა, მუჰამედ ეფენდიევმა და ბაილარ ფირიევმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს. გუნდს მწვრთნელი, ნამიგ საფაროვი ხელმძღვანელობდა“.

ბაქოში ჩატარებული შეჯიბრი ძიუდოს სახეობის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრი სპორტულ კომპლექს „სერჰედჩის“ ცენტრში გაიმართა.

 

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები