მარნეულელმა სპორტსმენებმა რუსთავში ჩატარებულ შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა

28-29 თებერვალს ქალაქ რუსთავში სპორტის სხვადასხვა სახეობებში, გრაფლინ, K-1 და MMA, საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

ტურნირში მარნეულის სამმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა.

მარნეულის წარმომადგენელი კლუბებიდან, რომა მეჰდიევის, რაულ მამედოვის და ელთუნ გოჯაევის ხელმძღვანელობით, შეჯიბრში მონაწილოება 28 სპორტსმენმა მიიღო. მათ K-1 და MMA სახეობებში იბრძოლეს. 17-მა სპორტსმენმა ოქროს, ხოლო 11-მა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

რუსთავში გამართულ ტურნირში, საქართველოსთან ერთად, მონაწილეობას აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი, სომხეთი და რუსეთი იღებდა.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google