მარნეულელი გოგო კადეტთა შორის მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მშვილდოსნობაში კადეტთა შორის საქართველოს ჩემპიონს სალომე ხარშილაძეს ფულად ჯილდოს გადასცემს.

მარნეულელი მშვილდოსნისათვის 1 500 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდოს გადაცემას მხარი მარნეულის საკრებულომ დღეს, 4 სექტემბერს დაუჭირა.

„ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, ახალგაზრდა გოგონა, მრავალშვილიანი ოჯახიდან, გახდა კადეტთა შორის საქართველოს ჩემპიონი მშვილდოსნობაში. ესაა პირველი დიდი წარმატება ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის“ - განაცხადა მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას

ბერიძის თქმით, სალომე ხარშილაძე საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნულ ნაკრებშია მიწვეული.

საქართველოს ჩემპიონატი კადეტთა შორის მშვილდოსნობაში 25-27 აგვისტოს თბილისში ჩატარდა.

რადიო „მარენული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები