მარნეულში სკოლებს შორის ფეხბურთის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა

19 სექტემბერს მარნეულში სკოლებს შორის ფეხბურთის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

ტურნირი საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ამის შესახებ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ფეხბურთის გუნდის „გენჯლიკ“-ის მთავარი მწვრთნელი ახმედ ისმაილოვი აცხადებს.

„შეჯიბრში 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას. პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელ გუნდებს მედლები და სხვადასხვა პრიზები, წარჩინებულ მოთამაშეებს კი საჩუქრები გადასცეს. პრიზები და საჩუქრები საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფიგ ჰუმბათმა გადასცა“ - ამბობს ახმედ ისმაილოვი

ახმედ ისმაილოვის თქმით, ეს ბოლო 11 წლის განმავლობაში, მის მიერ ორგანიზებული ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრი იყო.

შემდეგ ალაჰვერდი ჰუმბათოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირს ჩავატარებთ. მერე კი მიხეილ მესხისადმი მიძღვნილი ტურნირის ჩატარებას ვგეგმავთ“ - გვითხრა ახმედ ისმაილოვმა

ისმაილოვი ამბობს, რომ შეჯიბრის მაღალ დონეზე ჩასატარებლად მარნეულის მერიას მიმართა, მაგრამ მას მხარი არ დაუჭირეს.

გარეკანის ფოტო: საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ფეისბუქ გვერდიდან

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები