მარნეულელ სპორტსმენ ლუკა კაპანაძეს მერია ფულადი თანხით წაახალისებს
დღეს, 7 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
გაიმართა.
სხდომაზე განსახილველად სულ სამი საკითხი იყო გამოტანილი.
ერთ-ერთი საკითხი მარნეულელი ახალგაზრდა ძიუდოისტის ლუკა კაპანაძის
წახალისებას ეხებოდა.
მარნეულის საკრებულოს წევრმა ბესო გეგენიძემ განმარტა, რომ ლუკა
კაპანაძემ 2020 წლის 4-6 ნოემბერს ხორვატიაში გამართულ ძიუდოს ევროპის
ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.
საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლუკა კაპანაძეს და მის
მწვრთნელს წახალისების მიზნით ფულადი თანხა გადასცეს.
სპორტსმენს მარნეულის მერია 1 500 ლარს გადასცემს, ხოლო მის მწვრთნელს
750 ლარს.
რადიო „მარნეული“