მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხუთ სოფელში
მინი ფეხბურთისა და კალათბურთის სტადიონების მოწყობისა
და რეაბილიტაციისათვსი 701 985 ლარის ღირებულების ტენდერები
გამოაცხადა.
ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ ხიხანში არსებულ კომბინირებულ მინი
ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანის გარემონტებას 105 097 ლარად
აპირებს.
ოთხ სოფელში ახალი სტადიონების მშენებლობა იგეგმება, თითოეული
მათგანის მოწყობისათვის კი ბიუჯეტში 149 222 ლარია გამოყოფილი.
ახლოლალო, ენიქენდი, სოფელ კაჩაგნის N1 საჯარო სკოლა და სოფელი ქეშალო
- ეს ის ადგილებია სადაც მარნეულის მერია 2021 წელს კომბინირებულ მინი
სტადიონებს მოაწყობს.
აღსანიშნავია, რომ მინი სტადიონების მოწყობისათვის მარნეულის მერიამ
ტენდერები გასულ წლებშიც გამოაცხადა. 2020 წლის სექტემბერში
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ოთხი სტადიონის მოწყობის ტენდერი
გამოაცხადა,
თითოეული სტადიონის მოსაწყობად 67 796 ლარის ღირებულების ტენდერი
გამოცხადდა, ამდენივე თანხა დაიხარჯა
ერთი სტადიონის მოსაწყობად 2019 წელსაც, მაგრამ 2021 წელს თითო
სტადიონის მშენებლობის სავარაუდო თანხა 81 426 ლარითაა გაზრდილი.
2021 წლის 4 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე
სტადიონების მშენებლობის თანხის გაზრდას დაუჭირეს მხარი. როგორც
საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა
ვუგარ მამედოვმა განაცხადა, წელს მუნიციპალიტეტი საერთო ჯამში 10 მინი
სტადიონის მოწყობას აპირებს, რისთვისაც მერიას ბიუჯეტში თანხაც ჰქონდა
გათვალისწინებული, მაგრამ საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
მიღების შემდგომ დამატებით 615 000 ლარის გამოყოფა გახდა საჭირო.
რადიო „მარნეული“