“Khojaly Global Promotion-3”-ის შეჯიბრში საქართველოს სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ

20 ივნისს ქალაქ ბაქოში “Khojaly Global Promotion-3” შეჯიბრი ჩატარდება. შეჯიბრში სპორტსმენები საქართველოდანაც მიიწვიეს.



რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა კავშირის“ თავმჯდომარე ტოფიგ ალექბეროვმა განაცხადა, რომ შეჯიბრში საქართველოდან ორი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ემილ ხალილოვი, ხოლო 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით ჯავახია იასპარეზებენ.

ტურნირი Boks, Kung-Fu, MMA, MUAY THAI და K-1 სახეობებში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბაქოში გამართული შეჯიბრი კომპანია “Khojaly Global Promotion”-ის ორგანიზებით ჩატარდება.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები