ქალაქ ბაღდათში თავისუფალ მოჭიდავებაში რესპუბლიკის ტურნირი ჩატარდა
11-13 ივნისს ქალაქ ბაღდათში თავისუფალ ჭიდაობაში ჩატარდა "მსოფლიო ჩემპიონის, ლევან ებანოიძისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ავთანდილ გურგენიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის".

ტურნირზე იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის 5-მა სპორტსმენმა. მათ ორი მედალი მოიპოვეს. ამის შესახებ რადიო "მარნეულთან" საუბრისას მწვრთნელმა, ვაგიფ ფარაჯოვმა განაცხადა. მისი თქმით, მან თავისი სპორტსმენი, 48 კგ კატეგორიაზე გურბან ალეივი გააგზავნა შეჯიბრში. რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა.

მწვრთნელის თქმით, სხვა მედალის მფლობელი სპორტსმენები კი 26 კგ წონით კატეგორიაში რუსლან გოჯაევია. ის ვახტანგ ნარიაშვილის მოსწავლეა. რუსლან გოჯაევი ფინალში დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები