რადიო "მარნეულს" სპორტული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით მადლობის სიგელი გადასცეს (FOTO)
2 ივლისს, სპორტული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს აზერბაიჯანელთა სპორტული კავშირის მიერ ღონისძიება ჩატარდა.

კავშირის წევრმა, ატიფ აბასოვმა, ღონისძიება სიტყვით გახსნა. აღნიშნა, რომ საქარველოს აზერბაიჯანელთა სპორტსმენთა კავშირი რეგიონში სპორტული სფეროს განვითარებისთვის მუშაობს.

ატიფ აბასოვმა აღნიშნა, რომ სპორტული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით მარნეულში მოქმედი მედია ორგანიზაციები არ დაივიწყეს. ამიტომ მათი სახელით თანამშრომლებს და რადიო მარნეულს სერტიფიკატი გადასცეს.

მისი თქმით, რადიო "მარნეული" სპორტის საკითხებს აქტიურად აშუქებს და ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. სერტიფიკატი გადაეცა რადიოს თანამშრომელ ამილ მამედოვსაც, სპორტის სფეროში ახალი ამბების გაშუქებისთვის.

სერტიფიკატები გადაეცათ 24news.ge, interpress.ge და aktual.ge-ს

დღევანდელ ღონისძიებაზე მარნეულში მოქმედი მედიის წარმომადგენლები, კავშირის წევრები და სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.

აღსანშნავია, რომ 1924 წელს პარიზში საერთაშორიოს სპორტული პრესის ასოციაცია (İnternational Sports Press Association - AIPS) დაფუძნდა.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები