საქართველოს ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
დორტმუნდში ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე გამოსვლა ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა – რევაზ ლაშხის შეგირდებმა ჯამში ექვსი მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონები ფრიდონ აბულაძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (63 კგ) და გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს გიორგი თოხაძე (55 კგ) და გიორგი შპეტიშვილი (77 კგ) დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედალი ლუკა ოჩიგავამ (67 კგ) მოიპოვა, მედლის მოპოვებამდე ერთი გამარჯვება ლაშა ტვილდიანს (97 კგ) დააკლდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 154 ქულით პირველობა არავის დაუთმო და დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა რუსეთის (118) და თურქეთის (100) გუნდები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია