მარნეულელმა სპორტსმენებმა კიკბოქსინგის ჩემპიონატზე 6 ოქრო, 2 ვერცხლი და 7 ბრინჯაო მოიპოვეს
1-4 ივლისს თბილისში „საქართველოს კიკბოქსინგის ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატში მარნეულელმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა კავშირის ხელმძღვანელმა ტოფიგ აკბეროვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ შეჯიბრში მარნეულიდან 24-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 15-მა კი მედალი მოიპოვა.

„ამ ჩემპიონატზე ყველა ასაკის კატეგორიის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. მარნეულიდან ამ ჩემპიონატში 24 სპორტსმნეი ჩაერთო. მათგან 6 ოქროს, 2 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. პირველ ადგილზე გასულმა ექვსმა სპორტსმენმა საქართველოს ჩემპიონის სტატუსი მიიღო. ამასთანავე, 16 რაიონს შორის ჩატარებულ ჩემპიონატში მარნეულის გუნდმა ქულის მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა, პირველ ადგილზე კი რუსთავის გუნდი გავიდა“- აცხადებს ტოფიგ აკბეროვი

აკბეროვმა ასევე განაცხადა, რომ მიღებული შედეგების მიხედვით 16-19 სექტემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გასამართ Wako-მსოფლიოს ჩემპიონატზე მარნეულიდან 3 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

რადიო „მარნეული“

Print